გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

გარემარბის დამატებას გეგმავენ | კვერნაძე ვენეციას დაუკავშირეს

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია B-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და 69 ქულა აქვს. „ლურჯ-ყვითლები“ უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვიან და ლიდერ „ვენეციას“ 3 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ „მონცას“ ასევე 69 ქულა აქვს.

ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და ზემოთ ხსენებული „ვენეციას“ ყურადღება მიიპყრო. სერია A-ში დაწინაურების შემთხვევაში „ვენეცია“ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა შემადგენლობა ისე გააძლიეროს, რომ ადგილი შეინარჩუნოს, და ვენეციელთა სამიზნეთა შორის კვერნაძეც მოხვდა.

La Nuova Venezia-ს ინფორმაციით, თუ „ვენეცია“ სერია A-ში გადავა, კლუბი 15 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა გარემარბის პოზიცია გაძლიერდეს. კვერნაძის გარდა, მათ სიაში „ფროზინონეს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ფარეს გეჯემისი, იმყოფება. „ლურჯ-ყვითლები“ არ აპირებენ საკვანძო მოთამაშეებთან განშორებას, თუმცა თუ სერია A-ში ვერ გადავიდნენ, მათი გაყიდვა მოუწევთ.

ცნობისთვის, სერია B-ის მიმდინარე სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. მისი გუნდი მომდევნო მატჩს 18 აპრილს გამართავს და „მოდენას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყინული მის ძარღვებში და ცრემლები მეტოქის თვალებში“ - Le Parisien-ის სტატია ხვიჩაზე
„ყინული მის ძარღვებში და ცრემლები მეტოქის თვალებში“ - Le Parisien-ის სტატია ხვიჩაზე