მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე

დეივი გრანტი ინგლისელი მებრძოლია, რომელიც UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს. მერაბ დვალიშვილის მსგავსად, 40 წლის გრანტიც Syndicate MMA-ში, ჯონ ვუდთან ვარჯიშობს და Fighters Only-სთვის მიცემულ ინტერვიუში „მანქანაზე“ ისაუბრა.

„მერაბისნაირი აქამდე არასდროს არაფერი და არავინ მინახავს. ყველა ადამიანი, ვისაც დვალიშვილთან უვარჯიშია, გეტყვით, რომ მეტსახელი „მანქანა“ იდეალურად შეეფერება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სამი ფილტვი აქვს.

ის არასდროს ჩერდება და მგონი, მართლა სამი ფილტვი აქვს. რაუნდების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ძლიერი ხდება. გარდა ამისა, მისი ორთაბრძოლები ამაღელვებელი სანახავია. მერაბი სასაცილო ბიჭია და ჩხუბებისას ხალხს აცინებს ხოლმე. მან სცადა, ერთი წლის განავლობაში საჩემპიონო ქამარი ოთხჯერ დაეცვა. არც ერთი ჩემპიონი ამას არ აკეთებს. ისინი ცდილობენ, ტიტული შეინარჩუნონ, რაც ლოგიკურია“.

როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილმა ბოლო ორთაბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა და პიოტრ იანს დაუპირისპირდა. მერაბის მომდევნო მეტოქე, უდიდესი ალბათობით, სწორედ რუსი მებრძოლი იქნება. დვალიშვილს რამდენჯერმე უთქვამს, რომ UFC მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი და იანის ტრილოგია გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფარისევლები არიან“ | ჟურნალისტმა პსჟ გააკრიტიკა და კვარას ტრანსფერი ახსენა
„ფარისევლები არიან“ | ჟურნალისტმა პსჟ გააკრიტიკა და კვარას ტრანსფერი ახსენა