უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„მას კარგად ვიცნობ და მერწმუნეთ...“ - უდინეზეს დირექტორმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

„უდინეზეშ“ ტექნიკურმა დირექტორმა, ჯან ლუკა ნანიმ გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილია. ჯან ლუკა ნანი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერსაც შეეხო და განაცხადა, რომ გუნდში ქართველი შემტევის მოყვანით ბედნიერია.

რას ამბობს ჯან ლუკა ნანი:

„შემომავალი ტრანსფერების საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებული გვაქვს. ჩვენი მთავარი სატრანსფერო მიღწევა ისაა, რომ ამ დროისთვის, ატას გარდა ყველა წამყვანი ფეხბურთელი შევინარჩუნეთ. დევისს კონტრაქტი გავუხანგრძლივეთ და გვსურს, რომ მან კარიერა უდინეში დაასრულოს. გარდა ამისა, სამი უმაღლესი დონის მოთამაშე დავიმატეთ. ჩაკვეტაძეს კარგად ვიცნობ, რადგან მისი თამაში „უოტფორდში“ მაქვს ნანახი და მერწმუნეთ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ბუნებრივია, თუ გუნდიდან კიდევ ვინმე წავა, მას სათანადოდ შევცვლით.“

შეგახსენებთ, რომ „უდინეზემ“ გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური „უოტფორდიდან“ დაიმატა. გიორგი უდინურ კლუბში საბა გოგლიჩიძის გუნდელი იქნება, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი ორივე ფეხბურთელი ერთად „უოტფორდში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მრავალმხრივი ფეხბურთელი“ | Goal-მა ჩაკვეტაძე დაახასიათა
„მრავალმხრივი ფეხბურთელი“ | Goal-მა ჩაკვეტაძე დაახასიათა