იბერია 1999, ნიკოლოზ სიხარულაშვილი
Aa
Aa

იბერია 1999-ის ღირსეული თამაში - საქართველოს ჩემპიონმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა

უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას „იბერია 1999“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. საქართველოს ჩემპიონი დღეს ბრატისლავაში სლოვაკეთის საუკეთესო კლუბს „სლოვანს“ დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში სლოვაკებმა 3:1 გაიმარჯვეს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანდრეი დემჩენკოს მომზადებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა ძალიან ღირსეული თამაში აჩვენეს, რაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

პირველ ნახევარში „სლოვანი“ აშკარად უკეთესი იყო და სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლში 44-ე წუთზე, უკრაინელი მიკოლა კუკარევიჩის გოლში აისახა. ორი წამყვანი ფეხბურთელის, ანდრეა ბართიშვილისა და ვახო ბედოშვილის გარეშე მოთამაშე „იბერია 1999“-მა მეორე ტაიმი უკეთესად დაიწყო და მალე წონასწორობაც აღადგინა, როდესაც მასპინძელთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ნიკოლოზ სიხარულაშვილმა ისარგებლა. ამ ყველაფერმა სლოვაკების რიგებში სერიოზული დაბნეულობა შეიტანა, დემჩენკომ თამაშში ბართიშვილიც ჩართო და სტუმრებს რამდენიმე მომენტში უკეთ რომ ეთამაშათ, კიდევ გაიტანდნენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მაკარიძესაც რთული დარტყმების მოგერიება მოუხდა.

ამგვარად, „იბერია 1999“-ისთვის ევროტურნირები ამით არ სრულდება - Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს და ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ დაუპირისპირდება, რომელიც „ცრვენა ზვეზდასთან“ ორი მატჩის ჯამში 0:9 დამარცხდა. „ლარნეს“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „იბერიელები“ ევროპა ლიგის პლეი ოფში გავლენ და როგორც მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გაინაღდებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გუნდისთვის ეს ახალი გამოცდილება იქნება“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე
„ჩემი გუნდისთვის ეს ახალი გამოცდილება იქნება“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე