ტორპედო
Aa
Aa

შეხვედრა გულშემატკივრებთან | ტორპედომ განცხადება გაავრცელა

ქუთაისის „ტორპედომ“ განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებთან შეხვედრა დააანონსა. შეხვედრა 1-ელ აგვისტოს, „შენგელია არენას“ საპრესკონფერენცია დარბაზში გაიმართება და 13:00-ზე დაიწყება.

„გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია „ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, „შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა კლუბის გულშემატკივარს შეხვდება. შეხვედრას ასევე ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრება.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება კლუბში არსებული ვითარება, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. მოგიწოდებთ მობრძანდეთ „შენგელია არენაზე” და უშუალოდ მიიღოთ ინფორმაცია კლუბში მიმდინარე პროცესების შესახებ,“ — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისური კლუბის გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის მუშაობით უკმაყოფილო არიან და მის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუჯეჯიანი უზბეკეთში ინიშნება? - რას წერს JudoInside
გუჯეჯიანი უზბეკეთში ინიშნება? - რას წერს JudoInside