ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

გუჯეჯიანი უზბეკეთში ინიშნება? - რას წერს JudoInside

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში უზბეკეთის ნაკრებში დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოსთან დაკავშირებული ცნობილი სააგენტო Judo Inside ავრცელებს. თუმცა, კონკრეტული პოზიცია, თუ სად იმუშავებს 40 წლის სპეციალისტი, ჯერჯერობით, არ კონკრეტდება.

ამჟამად, უზბეკეთის ძიუდოს ნაკრებში მწვრთნელად გამოცდილი ლატვიელი სპეციალისტი, ალექსეი ბუდოლინი მუშაობს და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ისიც მოიაზრებოდა.

„მისი ახალი დანიშნულების ადგილი გასაკვირი სულაც არ არის. უზბეკეთი საერთაშორისო ძიუდოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ძალად იქცა და საკუთარ ელიტარულ პროგრამაში დიდი ინვესტიცია ჩადო. ფედერაციაში უკვე მუშაობს გამოცდილი ლატვიელი მწვრთნელი ალექსეი ბუდოლინი და მანამდე სარგებლობდა მარკო შპიტკას გამოცდილებით, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა დიორა კელდიოროვას ოლიმპიურ ტრიუმფში. მანამდე კი, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ილიას ილიადისმა როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა პროგრამები გარდაქმნა და უზბეკეთის ამჟამინდელ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი.

გუჯეჯიანისთვის უზბეკეთი წარმოადგენს ამბიციურ, მაღალი შედეგებისკენ მიმართულ გარემოს მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურით, ნიჭიერი ათლეტებითა და ფედერაციის ძლიერი მხარდაჭერით. ახლა მთავარი გამოწვევა უკვე შთამბეჭდავი პროგრამის კიდევ უფრო განვითარება და ოლიმპიურსა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე მეტი წარმატების მიღწევაა.

საქართველო კი იმ მწვრთნელის შეცვლის რთული ამოცანის წინაშე დგას, რომელიც ქვეყნის ძიუდოს ისტორიაში ალბათ ყველაზე წარმატებულ პერიოდს ხელმძღვანელობდა. მისი ადგილის დაკავება საერთაშორისო ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამწვრთნელო გამოწვევა იქნება“, - ნათქვამია Judo Inside-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ გუჯეჯიანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მას საქართველოს ნაკრებში მუშაობის გაგრძელების შესაბამისი მოტივაცია აღარ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე