ირაკლი უზნაძე
Aa
Aa

არეულობა ირაკლი უზნაძის ნაკრებში | შვიდი ტაჯიკი ჯუდოკა დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტაჯიკეთის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ირაკლი უზნაძის დანიშვნის შემდეგ, ადგილობრივ ძიუდოში არეულობა დაიწყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე ნაკრების შვიდი სპორტსმენის დისკვალიფიკაციით დაგვირგვინდა. ამ ინფორმაციას Judoinside-ი ავრცელებს და დეტალებზეც წერს.

ტაჯიკეთის ძიუდოს ფედერაციამ მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა და ცნობილი გახდა, რომ შვიდმა ჯუდოკამ ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. დასჯილ სპორტსმენთა შორის არიან: სომონ მახმადბეკოვი (-81 კგ, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი), ობიდ ჯებოვი (-66 კგ, მეექვსე ნომერი), თემურ რახიმოვი (+100 კგ, 31-ე ნომერი), უმედჯონ რაჯაბოვი (-90 კგ, 77-ე ნომერი), ორიფ აბდულოი (-73 კგ, 33-ე ნომერი), ვიქტორია კისელევა (+78 კგ, 68-ე ნომერი) და ალექსანდრა კანი (-57 კგ, 76-ე ნომერი).

უზნაძე, რომელიც მანამდე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს წვრთნიდა, ოფიციალურად 5 ივნისს დაინიშნა და ფოთეხ მახმადბეკოვი შეცვალა. ამ უკანასკნელმა ნაკრებში დარჩენასა და უზნაძესთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მწვრთნელის შეცვლის შედეგად ტაჯიკეთის ნაკრებმა ულან-ბატორის გრანდ სლემი გამოტოვა, რადგან უზნაძემ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლის განახლებამდე ნაკრების შემადგენლობის შეფასება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ტაჯიკეთის ძიუდოს ფედერაციამ შვიდ სპორტსმენს ეროვნული ნაკრების შეკრებებზე გამოუცხადებლობის, ნაკრების მოსამზადებელი პროგრამის შესრულებაზე უარის თქმისა და სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების გამო ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. თუ სასჯელი ძალაში დარჩა, ჯუდოკები აზერბაიჯანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

საინტერესოა, რომ მსოფლიო რეიტინგის მოქმედი პირველი ნომერი მუჰამადსულტონ ასადულოევი (-73 კგ) და მეორე ნომერი ნურალი ემომალი (-66 კგ) დისკვალიფიცირებულ სპორტსმენთა სიაში არ მოხვედრილან. ამასთან, ტაჯიკეთის ნაკრები კვლავ რეგისტრირებულია აგვისტოს ბოლოს ლოზანაში გასამართ გრანდ სლემზე, რაც გაურკვეველს ტოვებს საკითხს იმის შესახებ, თუ საბოლოოდ რომელი სპორტსმენები შეძლებენ ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე
„ასეთი არასდროს არაფერი მინახავს, სამი ფილტვი აქვს“ | UFC-ის მებრძოლი მერაბზე