ლივერპული, პსჟ, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი: “ბევრად ნაკლები მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე, განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა და კვლავ 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა.

სლოტი:

„გასულ კვირას ბევრად მეტი მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ — მხოლოდ 0:2 წავაგეთ, ისევე როგორც გასულ სეზონში. დღეს კი, პირიქით, ბევრად ნაკლები მივიღეთ, ვიდრე დავიმსახურეთ. უნდა მოგვეგო, მაგრამ მათი ხარისხიდან გამომდინარე, რთულია გოლის გატანა მათ კარში.“

ეკიტიკეს ტრავმაზე:

„კარგად არ გამოიყურება. ყველამ ვნახეთ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ. მეორე ტაიმის შემდეგ სახლში წავიდა და ჯერ არ მინახავს. როგორც ჩანს, მოთამაშის დაკარგვა ამ სეზონში არაერთხელ გვქონია, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით რთულია — არავის უნდა ტრავმა, განსაკუთრებით სეზონის ასეთ ეტაპზე.“

პენალტის გაუქმებაზე:

„თუ ჩვენს სეზონს შევხედავთ, საერთოდ არ მიკვირს, რადგან ბევრი გადაწყვეტილება ჩვენს საწინააღმდეგოდ წავიდა. ეს სიურპრიზი არ იყო — არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ პრემიერ ლიგაშიც ბევრი გადაწყვეტილება ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღეს.“

შანსების გამოყენებაზე:

„გოლი ვერ გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალს ან მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

კვარას გამორჩეული მომენტები VS ლივერპული

მამარდას გამორჩეული მომენტები VS პსჟ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: “ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება, ყველა იმედგაცრუებულია“
ფლიკი: “ეს არის ფეხბურთი, ეს არის ცხოვრება, ყველა იმედგაცრუებულია“