Sofascore - ცნობილია პსჟ-ს და ლივერპულის ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე, განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენი ლივერპულს ესტუმრა და კვლავ 2:0 დაამარცხა.
90 წუთი სრულად ითამაშეს გიორგი მამარდაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ. ამ უკანასკნელმა პირველი გოლის დროს, საგოლე გადაცემა მიითვალა და მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა ლივერპულის და პსჟ-ს ფეხბურთელები შეაფასა.
სამწუხაროდ, მამარდაშვილს ყველაზე დაბალი შეფასება 5.7 ერგო. ეს ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე დაბალი შეფასებაა. რაც შეეხება კვარას, მას Sofascore-მა 7.2 ქულა დაუწერა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში, ყველაზე მაღალი შეფასება უსმან დემბელეს დაუწერეს(8.2). ეს გასაკვირი არ არის, რადგან მან მერსისაიდულ გრანდს დუბლი შეუსრულა.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალს ან მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.
კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები VS ლივერპული
მამარდაშვილის გამორჩეული მომენტები VS პსჟ