ლუის ენრიკე
Aa
Aa

ყველას დავანახეთ, უბურთოდ თამაშიც შეგვიძლია | ენრიკე ენფილდზე გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლივერპული ენფილდზე პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა. პარიზში ლუის ენრიკეს გუნდმა დუესა და კვარაცხელიას გოლებით 2:0 მოიგო. ასე რომ, ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ 4 უპასუხო გოლი გაიტანა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბაიერნსა და რეალს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ენფილდზე გამარჯვების შემდეგ პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე Prime Video-ს ესაუბრა: „ეს იყო დაძაბული მატჩი გუნდებს შორის, რომლებიც ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ენფილდზე თამაში დიდი პატივია და პირველი ტაიმი უფრო ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა, რადგან თამაშს ვაკონტროლებდით და რამდენიმე მომენტის შექმნაც შევძელით. მეორე ტაიმში კი ყველაფერი სხვანაირად იყო: ძალიან გაგვიჭირდა, ისინი მაღალ პრესინგს თამაშობდნენ და დიდ რისკზე მიდიოდნენ. რთული იყო, მაგრამ მათი პრესინგი ორჯერ დავძლიეთ და ორი გოლი გავიტანეთ. თუ ასეთი ტიპის მატჩების მოგება გსურს, დაცვაში მაღალი ინტენსივობით უნდა ითამაშო. ყველას დავანახეთ, რომ მზად ვართ ბურთით ვითამაშოთ, თუმცა მაშინაც, როდესაც ბურთს არ ვფლობთ, უბურთოდ მოქმედებაც შეგვიძლია.“

ენფილდზე 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ დემბელემ ანგარიში გახსნა. მე-5 დამატებულ წუთზე კვარაცხელია - ბარკოლა - დემბელეს კომბინაცია გოლით დასრულდა, დემბელემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დემბელე დასახელდა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-ს მეტოქე მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის გამარჯვებული იქნება. რეალმა შინ ბაიერნთან 1:2 წააგო. მიუნხენური დაპირისპირება 15 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ მთხოვა, კვარა არ გამეყიდა, ეს შეცდომა აღმოჩნდა“ | აურელიო დე ლაურენტისი
„კონტემ მთხოვა, კვარა არ გამეყიდა, ეს შეცდომა აღმოჩნდა“ | აურელიო დე ლაურენტისი