ლავრენტი დავითაშვილი
Aa
Aa

გამარჯვება აზერბაიჯანთან | WU19 ნაკრებმა საკვალიფიკაციო მოგებით დაასრულა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.

შესარჩევის მეორე რაუნდში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა B ლიგის მე-6 ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა. ჩეხეთთან და მასპინძელ ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი 4:1 დაამარცხა.

შემადგენლობა: ნინო მეტრეველი, ელენე ბოლქვაძე, ლოლიტა კალოიანი, ნათია ჯოჯუა, ნინი ვეკუა, მარიამ გასანოვა (ნინო გობაძე, 90), ანა საღირაშვილი (ანი დავითაშვილი, 45), მარიამ კაკულია (ნინო ყვავაძე, 90), ანასტასია ბუჩუკური, ანანო წიქარიძე, მარიამ გოგოლაძე (მაკა ფცქიალაძე, 90).

მე-5 წუთზე პენალტით აზერბაიჯანი დაწინაურდა, თუმცა მალევე წონასწორობა ნათია ჯოჯუას პასით ლოლიტა კალოიანმა აღადგინა. 25-ე წუთზე ამჯერად ანასტასია ბუჩუკურის პასით ნათია ჯოჯუამ გამოიჩინა თავი და პირველი ტაიმი ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა 2:1 მოიგო.

83-ე წუთზე ანანო წიქარიძემ საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი შეცვლაზე შესულმა ანი დავითულიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ჯგუფი 9 ქულით ხორვატიამ მოიგო, ჩეხეთი 6 ქულით მეორეზეა, საქართველო 3 ქულით მესამეზე, აზერბაიჯანი კი 0 ქულით მეოთხეზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
19 მოგერიება ხორვატიასთან - სალომე ხაჭაპურიძის ისტორიული მატჩი
19 მოგერიება ხორვატიასთან - სალომე ხაჭაპურიძის ისტორიული მატჩი