U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, სან მარინოში გამართულ შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ფრედ - 2:2 დასრულდა. 7 ქულით, B ლიგის ჯგუფში, ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმის 72-ე წუთზე ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე, სტუმართა შემტევმა - ლეო პაპირნიკმა დააფიქსირა - 2:2.
შემადგენლობა: საბა ცარციძე, ლუკა შარიქაძე, საბა კილაძე, ანზორ ცირამუა, ალიკა გეთიაშვილი (ნიკოლოზ ფოცხვერია, 46), ალექსანდრე კუნჭულია (საბა შარვაშიძე, 46), ნიკოლოზ ხატოიანი (არი დემირი, 83), საბა ავდოევი, გიორგი გერგედავა (ლევან კალაძე, 62), გიორგი ლაგვილავა, სანდრო მიქაუტაძე (გიორგი ჯამარაული, 54).
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.
nakrebi.ge