19 მოგერიება ხორვატიასთან - სალომე ხაჭაპურიძის ისტორიული მატჩი
Aa
Aa

19 მოგერიება ხორვატიასთან - სალომე ხაჭაპურიძის ისტორიული მატჩი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მე-2 ტურში ხორვატიასთან 0:4 წააგო.

სამწუხაროდ, მთელი მატჩის განმავლობაში ხორვატები დომინირებდნენ, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი თამაშის სცენარს არ ასახავს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეკარემ, სალომე ხაჭაპურიძემ ხორვატების წინააღმდეგ 19 ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი სამარცხვინო მარცხს გადაარჩინა.

აქვე გეტყვით, რომ ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილი ნაკრები 33-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩა. მსაჯმა მოედნიდან მარიამ შოშიტაშვილი გააძევა, რასაც პენალტი და გოლი მოყვა.

ცნობისთვის, პირველი მატჩი გოგონათა ასაკობრივმა ნაკრებმა ჩეხეთთან გამართა და 5:0 დამარცხდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ხაჭაპურიძემ 9 რთული ბურთი მოიგერია.

შემდეგ მატჩს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 17 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო