ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 8 ქულა - ოსტენდემ იოლად გაიმარჯვა

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, ყოველი გამარჯვება მით უფრო მეტად ფასობს. სწორედ ამიტომ, „ოსტენდეს“ მოგება საკუთარ დარბაზში „კანგოეროესთან“ უმნიშვნელოვანესი იყო. ალექსანდრე მერკვილაძემ და მისმა თანაგუნდელებმა მოწინააღმდეგე ზედმეტი პრობლემების გარეშე, 28-ქულიანი სხვაობით 94:66 დაამარცხეს და ამაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმაც შეიტანა.

მერკვილაძე შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ორიდან ერთი სამქულიანი, ორიდან ორი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

22 მოგებითა და 7 მარცხით „ოსტენდე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „მეხელენთან“ გამართავენ, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის აღიარება | მეოთხედფინალების MVP და ისტორიული შედეგი
შერმადინის აღიარება | მეოთხედფინალების MVP და ისტორიული შედეგი