არნე სლოტი
Aa
Aa

„გარკვეული ცვლილებები გველოდება“ - სლოტმა ტრანსფერებზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მერსისაიდული დერბის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „წითლების“ სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრა.

არნე სლოტი:

„ვინც პსჟ-თან მეორე თამაშს უყურა, ყველამ დაინახა, რომ წინ ნათელი მომავალი გვაქვს. ამ ბიჭებმა აჩვენეს, რომ ევროპის საუკეთესო გუნდებთან კონკურენცია შეუძლიათ.

ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ენდრიუ რობერტსონისა და მოჰამედ სალაჰის წასვლის ფონზე გარკვეული ცვლილებები გველოდება. თუმცა, განმვეორდები, მომავალი ნათელია.

ჯერ არ ვფიქრობ იმაზე, რამდენი ტრანსფერი დაგვჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში, თუმცა ამ ორ პოზიციაზე [რობერტსონის და სალაჰის] გაძლიერება აუცილებელი იქნება.

შარშან ბევრი ფეხბურთელი დავიმატეთ. ჩემი მოსვლის შემდეგ 4 სატრანსფერო ფანჯარაში 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი დავხარჯეთ, რაც ჩვენს ამბიციებზე მიუთითებს“.

ცნობისთვის, ევერტონი-ლივერპულის მატჩი კვირას, 17:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია დასჭირდება | ეკიტიკე წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს
ოპერაცია დასჭირდება | ეკიტიკე წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს