გულიაშვილმა ისევ გაიტანა | რასინგმა სოსიედად B-ს მოუგო
ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ სტუმრად „რეალ სოსიედად B“-ს მოუგო. ქართველი შემტევი სანტანდერული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა.
ანგარიში მე-10 წუთზე ანდრეს მარტინმა გახსნა, მე-13 წუთზე კი „რასინგის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველ ტაიმში გიორგის დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმა ბასკური გუნდის მეკარემ, ეგოიც არანამ მოიგერია. მე-60 წუთზე ინიგო ვისენტემ „რასინგის“ მესამე გოლი გაიტანა, 86-ე წუთზე კი გორკა კარერამ ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:3.
გულიაშვილმა Sofascore-ისგან 7.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 27 შეხება ბურთთან, 3 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 წარმატებული დრიბლინგი, 10-დან 7 ზუსტი პასი (70%), 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა და 5-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
გულიაშვილის გოლი და გამორჩეული მომენტები
„რასინგი“ 68 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში გულიაშვილის გუნდი „სეუტას“ ესტუმრება.