დინამო თბილისი
Aa
Aa

ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატეს - ველტონი დინამოს ფეხბურთელია

დინამოს რიგებს ბრაზილიელი ნახევარმცველი ველტონ ნუნიეს კარვალიო შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ველტონ ნუნიეს კარვალიომ საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ „ლონდრინაში“ დაიწყო, შემდეგ კი პორტუგალიური „ვიტორია გიმარაეშის“, „ფელგეირას“ და „პაკოშ დე ფერეირას“ ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი ველტონმა „არარატ არმენიაში“ გაატარა.

27 წლის ფეხბურთელს შემტევი ნახევარმცველისა და ვინგერის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბსა და კარვალიოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა“, - აღნიშნულია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს - ბათუმის დინამო გაგრას დაუზავდა
ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს - ბათუმის დინამო გაგრას დაუზავდა