სერიოზული ცვლილებებით - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრისთვის, რომელსაც სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს, საქართველოს ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია. როგორც მოსალოდნელი იყო, გადატვირთული გრაფიკისა და უკანასკნელ მატჩებში დაფიქსირებული წარუმატებელი შედეგების გამო, მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა და ბელფასტში თამაშს პირველივე წუთებიდან შემდეგი ფეხბურთელები დაიწყებენ
გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზო მამაგეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველოს მატჩი თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.