Golden Boy 2026 - ტუტოსპორტმა 30 ნომინანტი დაასახელა
ფეხბურთის თითოეული გულშემატკივარი ამჟამად უდიდესი ინტერესით ელოდება 26 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გასამართ გალა-დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მფლობელი უნდა დასახელდეს. თუმცა, არანაკლები ინტერესი გამოიწვია Golden Boy-ის ნომინანტების წარდგენამ, რომელსაც ევროპაში მოთამაშე 21-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ. გამოკითხვაში მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემების 50 ჟურნალისტი მონაწილეობს და დღეს დასახელებული 25 ლაურეატიდან საუკეთესო ნოემბერში გამოვლინდება.
25 ნომინანტი 14 ქვეყნიდან არის წარმოდგენილი, საიდანაც ყველაზე მეტი ოთხი ესპანელია, სამ-სამი წარმომადგენელი კი გერმანიას, ბრაზილიას და საფრანგეთს ჰყავს. 25 ფეხბურთელიდან ყველაზე მეტი 8 მოთამაშე ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობს, კლუბებიდან კი ყველაზე მეტი წარმომადგენელი „ბარსელონას“ (3) ჰყავს. Golden Boy-ს წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი 18 წლის გერმანელი ლენარტ კარლია, ხოლო ამ 25 ნომინანტის საერთო სატრანსფერო ღირებულება 1 მილიარდ 303 მილიონ ევროს შეადგენს.
Golden Boy-ის ნომინანტები
პაუ კუბარსი (ბარსელონა), აიუბ ბუადი (მანჩესტერ სიტი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), იან დიომანდე (რეალი), ლუკა ვუშკოვიჩი (ბრაიტონი), ვიქტორ ფროჰოლდტი (პორტუ), მაილზ ლიუს-სკელი (არსენალი), რაიან როშა (ბორნმუთი), ჯორელ ჰატო (ჩელსი), ლენარტ კარლი (ბაიერნი), ესტევაო (ჩელსი), ენდრიკი (რეალი), ელი ჟუნიორ კრუპი (ბორნმუთი), ჯანლუკა პრესტიანი (ბენფიკა), კონსტანტინოს კარეცასი (დორტმუნდი), საიდ ელ მალა (კიოლნი), ხონ მარტინი (სოსიედადი), მარკ ბერნალი (ბარსელონა), კერიმ ალაიბეგოვიჩი (იუვენტუსი), ფინ ელიჩი (შტუტგარტი), ხარალამპოს კოსტულასი (ბრაიტონი), კუაკუ გადუ (დორტმუნდი), ფრანკო მასტანტუონო )ფიორენტინა), როდრიგო მორა (რომა), ხავი ესპარტი (ბარსელონა)