შესაძლოა, ნოემბრის სანაკრებო მატჩები გამოტოვოს | ავსტრიული მედია კიტეიშვილის ტრავმაზე
Sky Sport Austria-ს ინფორმაციი, უნგრეთთან მიღებული ტრავმის შემდეგ ოთარ კიტეიშვილის ზუსტი სამედიცინო გამოკვლევის პასუხები ჯერ ცნობილი არაა. თუ პირველადი ეჭვები დადასტურდება, ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშემ შესაძლოა კვლავ რამდენიმე კვირა გამოტოვოს. „შტურმისთვის“ ეს მძიმე დარტყმა იქნება, რადგან კიტეიშვილი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გუნდს ეტაპობრივად უბრუნდებოდა.
როგორც Sky Sport Austria წერს, მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმების გამო მოედანზე თამაში სულ რამდენჯერმე შეძლო. მთავარი მწვრთნელი ფაბიო ინგოლიჩი ბოლო დროს მიზანმიმართულად იყენებდა მოკლე მონაკვეთებში, რათა თავისი საკვანძო მოთამაშე სრულ დატვირთვას ფრთხილად დაბრუნებოდა. 90 წუთის განმავლობაში თამაში მას ჯერ კიდევ არ შეეძლო.
შემდეგი სანაკრებო პაუზა ნოემბერშია, 14 ნოემბერს უნგრეთს ვუმასპინძლებთ, 17 ნოემბერს უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, კოშიცეში დაუპირისპირდება. შესაძლოა, კიტეიშვილი ნოემბრის მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმაროს ან 90 წუთით თამაშისთვის მზად არ იყოს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება მინდორს.
რაც შეეხება სექტემბერ-ოქტომბერის სანაკრებო პაუზას, უკრაინასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილმა თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა: „როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კუნთის ტრავმა მქონდა, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. შესაბამისად, სანაკრებო შეკრებამდე მხოლოდ რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიწია და ისიც სასტარტო შემადგენლობიდან არ დამიწყია. რაც შეეხება იმას, თუ რა დროს მივიღებ ხვალინდელ თამაშზე - ეს, რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია.“
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში ოთარ კიტეიშვილმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცვლილებაზე ითამაშა (13 წუთი), უკრაინასთან სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. უნგრეთთანაც სასტარტოში იყო, 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ტრავმის გამო 50-ე წუთზე წვივის უკანა კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს. რამაზ სვანაძის გუნდი დღეს ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ითამაშებს.