საქართველოს ნაკრები ბელფასტში ჩაფრინდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.
სულ ცოტა ხნის წინ, ჯვაროსნები ბელფასტში ჩაფრინდა, სადაც დღეს ბელფასტის დროით 17:00-ზე რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 17:30-ზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში.
რაც შეეხება მატჩს, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება 5 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში გაიმართა და ჩრდილოეთ ირლანდიამ 1:0 მოიგო.