“ასე წასვლას არ იმსახურებს“ - ფერნანდეში რონალდუზე
ბრუნო ფერნანდეშმა RTP 3-თან კრიშტიანუ რონალდუს ეროვნული ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.
ფერნანდეში:
„კრიშტიანუს პატივისცემის გამო დაველაპარაკე, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ის ჩვენთვის, პორტუგალიელებისთვის. ჩემი იმედი ის არის, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ეროვნულ ნაკრებს საბოლოოდ არ დატოვებს. თუ მას ამის გაკეთება სურს, ეს გამოსამშვიდობებელ, საზეიმო დღეს უნდა მოხდეს და არა ასე.
ის ამას იმსახურებს — ის ჩვენი ფეხბურთისა და ქვეყნის უდიდესი სიმბოლოა. ადამიანია, რომელმაც პორტუგალიის სახელი იმ დონეზე აიყვანა, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა, რა თქმა უნდა, ეუსებიოსა და ლუიშ ფიგუს უდიდესი დამსახურებების პატივისცემით.
თუ რონალდუს ოდესმე ეროვნული ნაკრების დატოვება მოუწევს, ეს საზეიმო დღეს უნდა მოხდეს და არა მაშინ, როდესაც ქვეყანა დაყოფილია. ეროვნულ ნაკრებში ყოფნა ყველასთვის საერთო სივრცე უნდა იყოს, სადაც ასეთი დაყოფა არ არსებობს“,
ცნობისთვის, რონალდუსა და ჟეზუსს შორის ურთიერთობები პორტუგალიისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის შემდეგ დაიძაბა. ჟეზუსმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეიყვანა. პორტუგალიური პრესის მიხედვით, მწვრთნელი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და სიტყვა არ შეასრულა, რამაც ფეხურთელის განრისხება გამოიწვია.