ლიონელ მესი
Aa
Aa

25-საათიანი ფრენა, სასტუმრო ცხელი წყლის გარეშე | ბენინსაც პრობლემები აქვს

არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ბურკინა ფასოსთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 7:0 გაანადგურა. 7 ოქტომბერს „ალბისელესტეს“ კიდევ ერთი მატჩი ელის და ლიონელ მესი ბოლო სანაკრებო თამაშს ბენინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბურკინა ფასოსთან შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია და, როგორც გაირკვა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ფული დაეზოგა. ბურკინა ფასო „ალბისელესტეს“ მოწვევით ჩავიდა და ფინანსირება საკუთარ თავზე სამხრეთ ამერიკელებმა აიღეს, თუმცა ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

არგენტინამ ბურკინა ფასოს იაფიანი ფრენა შესთავაზა. აფრიკელებმა ვერც მონაწილეობის საფასური და ბილეთების გაყიდვიდან თუ ტელეტრანსლიაციიდან შემოსული თანხის წილი მიიღეს, რამაც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასა და ორგანიზატორებს საშუალება მისცა, მატჩიდან მიღებული მთელი შემოსავალი თავად შეენარჩუნებინათ.

ბურკინა ფასოს ნაკრების წარმომადგენლები ამით უკმაყოფილო დარჩნენ და ზომებს მიმართეს. მათ არგენტინაში 23-წლამდე ნაკრები გაუშვეს, რომლის 13 ფეხბურთელსაც ეროვნულ გუნდში ერთი მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული. მათ 11 საათი იფრინეს, არგენტინაში თამაშამდე 5 საათით ადრე ჩავიდნენ, პრაქტიკულად არ დაუსვენიათ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს შეხვდნენ.

„ალბისელესტესთან“ თამაშს პრობლემების გარეშე ვერც ბენინი ხვდება. რომაინ მოლინას ინფორმაციით, მათ ჩვეულებრივი, კომერციული თვითმფრინავით 25 საათი იფრინეს, რომლის დროსაც მათმა ვიდეოანალიტიკოსმა გონება დაკარგა და შეუძლოდ გახდა. სასტუმროში, რომელიც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მათ დაუჯავშნა, ერთ-ერთ სართულზე ცხელი წყალი არაა და სპორტდარბაზში ორად ორი სარბენი ბილიკი დგას.

ცნობისთვის, არგენტინისა და ბენინის ნაკრებების მატჩი 7 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლომინაძე და გაგუა სამატჩო განაცხადში | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა
ლომინაძე და გაგუა სამატჩო განაცხადში | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა