ვახტანგ ბედოშვილი
Aa
Aa

იბერიას ერთ-ერთი ლიდერი უბრუნდება | ბედოშვილმა ვარჯიში განაახლა

კრისტალსპორტის ინფორმაციით, „იბერიას’’ გარემარბმა ვახო ბედოშვილმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშა, ვარჯიშმა კარგად ჩაიარა.  მოსალოდნელია, რომ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნისთან’’ საპასუხო მატჩში მოედანზე იქნება.

ვახომ „იბერიას’’ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანთან’’ და ევროპა ლიგაზე „ლარნისთან’’. საქართველოს ჩემპიონისთვის 22 წლის გარემარბის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, შეტევებს კარგად ამწვავებს და მეტოქე გუნდებისთვის სახიფათო მოთამაშეა.

ვახო რუსული „ნიჟნი ნოვგოროდის’’ საკუთრებაა, „იბერიაში’’ წლის ბოლომდეა განათხოვრებული.

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული პირველი მატჩი „ლარნისა'' და „იბერიას'' შორის 0:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს „მიხეილ მესხზე’’ გაიმართება. „ლარნის’’ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში „იბერია’’ ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავა და ამავდროულად კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშს გაინაღდებს.

ასევე გეტყვით, რომ „იბერია’’ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ანდრეი სანტოსმა დატოვა და კარიერას უკრაინულ „ვერეს რივნეში’’ აგრძელებს. ამპლუით ცენტრალური მცველი „იბერიას’’ ცოტა ხნის წინ, ივნისში აზერბაიჯანული „საბაჰიდან’’ შეუერთდა, თუმცა გუნდი ისე დატოვა, ერთი წუთიც არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ ბართიშვილის მიმართ ინტერესი გამოხატა | ბრიტანული მედია ქართველ ტალანტზე
პსჟ-მ ბართიშვილის მიმართ ინტერესი გამოხატა | ბრიტანული მედია ქართველ ტალანტზე