ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

გოლი, არჩათვლილი გოლი და საგოლე მომენტი - ბუდუმ სეზონი შედეგიანად დაიწყო

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება შედეგიანად დაიწყო. პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ოსნაბრიუკი“ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 4:3 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 32 წლის ფორვარდი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მარსელ კოსტლის პასის შემდეგ სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ქართველი ფორვარდი ამაზე არ შეჩერდა და ზუსტად ექვს წუთში კიდევ ერთხელ გაიტანა, თუმცა სამწუხაროდ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის გამო მისი გოლი გააუქმა. მეორე ტაიმში კი ბუდუს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ბრწყინვალე ფინტით მცველის ჩამოშორების შემდეგ საბოლოო დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა.

ცნობისათვის, ბუდუ ზივზივაძემ ათბალიანი სისტემით 7.3 მეათედი შეფასება მიიღო, 3-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ თამაშგარეში მოხვდა, 2 საკვანძო გადაცემა შეასრულა, პასები 75-პროცენტიანი (16-დან 12) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 29-ჯერ შეეხო და დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებულად დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ჰერტას“ შეხვდება და მატჩი 15 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორ კვირაში ელოდებიან - უდინეზეს ჩაკვეტაძე სჭირდება
ორ კვირაში ელოდებიან - უდინეზეს ჩაკვეტაძე სჭირდება