ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა | პსჟ-მ მან იუნაიტედთან ფრედ ითამაშა

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში პსჟ-მ ამხანაგური მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედთან'' გამართა. ლუის ენრიკესა და მაიკლ კერიკის სამწვრთნელო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ათამაშა. მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელია, დრო ფერნანდესისა და იბრაჰიმ მბაიეს კომბინაცია გოლით დასრულდა.მალევე, ხვიჩამ კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა „მან. იუნაიტედის’’ 40 წლის მეკარემ, ტომ ჰიტონმა ბურთი მოიგერია. მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ აიდენ ჰევენის ცუდი პასი ჩაჭრა, რის შემდეგაც ჰევენმა მის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. ქართველ ვარსკვლავს ექიმების დახმარება დასჭირდა და თამაში გააგრძელა, ხოლო ჰევენმა ყვითელი ბარათი მიიღო.

 

პსჟ შემდეგ მატჩს 12 აგვისტოს ზალცბურგში გამართავს, ევროპის სუპერთასზე ასტონ ვილას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი, არჩათვლილი გოლი და საგოლე მომენტი - ბუდუმ სეზონი შედეგიანად დაიწყო
გოლი, არჩათვლილი გოლი და საგოლე მომენტი - ბუდუმ სეზონი შედეგიანად დაიწყო