Sofascore - ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
პარი სენ ჟერმენმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ლუის ენრიკეს გუნდი ამჯერად მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
საფონოვი(6.9), კუკაბა(6.0), პაჩო(6.7), ზაბარნი(7.5), ბოლი(6.1), მაიულუ(6.5), ბერალდო(7.6), დ.ფერნანდესი(7.1), მბაიე(7.5), აუარი(6.3), კვარაცხელია(6.6), ნევეში(6.8), ლონგონი(6.5), ვიტინია(7.0), მენდეში(6.9), მარკინიოსი(6.9), ნჯანტუ(6.4).
ცნობისთვის, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ უცვლელად ითამაშა და საგოლე მომენტში პრე-ასისტი მიითვალა.
ფრანგული გრანდი შემდეგ მატჩს უეფა-ს სუპერ თასზე ასტონ ვილას წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 12 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.