ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ილია ისევ ნომერ პირველია, დაბრუნდება და ყველას გაანადგურებს“ - თოფურიას მენეჯერის პასუხი

უსმან ნურმაგოდოვმა PFL-ში გამართული ბოლო ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა და ახლა UFC-ში ხმაურიანად აპირებს მისვლას, სადაც მსუბუქ წონით დივიზიონში იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ახალი წევრი იქნება, დაღესტნელის გარემოცვა თვლის, რომ ხაბიბის ნათესავმა პირველივე ჩხუბი TOP 15-ის წარმომადგენელთან უნდა ჩაატაროს. უსმანის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა კი რამდენჯერმე ახსენა ილია თოფურია და თამამად განაცხადა, რომ ნურმაგომედოვი „ელ მატადორს“ ნოკაუტით დაამარცხებს. ქართველის ბანაკიდან საპასუხო კომენტარი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და ილიას მენეჯერმა მალკი კავიმ უსმანის წარმომადგენელს საკადრისი პასუხი გასცა.

რას ამბობს თოფურიას მენეჯერი

ეს გაუგებარი ტიპი, აბდელაზიზი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თავის ორ მებრძოლთან ერთად იჯდა, საიდანაც ერთი უსმან ნურმაგომედოვი იყო და ლაპარაკობდა: „უსმანი ამას მოუგებს, უსმანი იმას მოუგებს, ჩვენი მომდევნო მეტოქე თოფურია უნდა იყოს“. ალი, იცი რას გეტყოდი? მოკეტე! ილია დაბრუნდება და ყველას 100 პროცენტით გაანადგურებს. ყველამ კარგად იცის, რომ თოფურია გეიჯიზე ძლიერია და თუ კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ჯასტინს ოქტაგონიდან უბრალოდ წაშლის.

რა მოხდა იმ დღეს? ილიას ცუდი საღამო ჰქონდა, გეიჯიმ კი საკუთარი საქმე გააკეთა. ალი აბდელაზიზ, გეყოფა იმ საღამოს გახსენება და ჯამბაზივით ნუ იქცევი. თოფურია მსოფლიოში ისევ ნომერ პირველია. პედი პიმბლეტი, ისლამ მახაჩევი, უსმან ნურმაგომედოვი, თუ ჯასტინ გეიჯი - ვინ და როდის, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას განადგურება და მასტერკლასი გელით ილიასგან.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. „ელ მატადორის“ ოქტაგონზე დაბრუნებას 2027 წლისთვის ვარაუდობენ, იქამდე კი მსუბუქ წონაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება სექტემბერში არმან ცარუკიანსა და მაურისიო რუფის შორის არის დაგეგმილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსმანი ილიას მესამე რაუნდში დაანოკაუტებს“ | ალი აბდელაზიზის ვარაუდები
„უსმანი ილიას მესამე რაუნდში დაანოკაუტებს“ | ალი აბდელაზიზის ვარაუდები