საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა აგვისტოს მატჩებისთვის
საქართველოს საკლათბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩები ელოდება. ალექსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:
მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, გოგა ბითაძე.
საქართველოს ნაკრები აგვისტოში ოთხ თამაშს ჩაატარებს და ოფიციალურ მატჩებამდე, 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს. 28-ში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას მონტენეგროსთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები მასპინძელი იქნება და მატჩი თბილისის დროით, 19:30-ზე დაიწყება. სამ დღეში, ჯიკიჩის გუნდი პორტუგალიაში ითამაშებს და 31 აგვისტოს, თბილისის დროით, 22:00-ზე მასპინძელ ნაკრებს დაუპირისპირდება.