გიორგი ჩაკვეტაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

რუნიაიჩმა გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე დატოვა | უდინეზემ ბარსა დაამარცხა

კოსტა რუნიაიჩის გაწვრთნილმა „უდინეზემ’’ ორი ამხანაგური მატჩი გამართა, „ნოტინგემთან’’ და კატალონიის „ბარსელონასთან’’. ინგლისურ კლუბს უმარ სოლეს გოლით მოუგეს, ესპანურ კლუბს - იუსუფ ბაიოს გოლით. ორივე შეხვედრა 45 წუთი გაგრძელდა და ფრიულური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„უდინეზეს’’ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ ეხმარება, ხოლო საბა გოგლიჩიძე ორივე მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რუნიაიჩმა არ ათამაშა.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როდის დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს გიორგი და ამ მხრივ ფრიულური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა, ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშს ორ კვირაში დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს სტარტს მზადყოფნაში შეხვდება. გიორგი ივნისში საქართველოს ნაკრებში თამაშისას მიღებულ დაზიანებას მკურნალობს, რომლის რეციდივმაც თავი უდინეში გადაბარგების შემდეგ იჩინა.

აქვე გეტყვით, რომ მართალია საკონტროლო მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ფაქტია, რომ „უდინეზემ“ 7 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. დღევანდელ ამხანაგურ მატჩებამდე გერმანელი კოსტა რუნიაიჩის მომზადებულმა კლუბმა „მაინცთან“ (3:3) და „ისტრასთან“ (2:2) ფრედ ითამაშა, ხოლო „სუონსისთან“ (0:2), „ალ-აჰლისთან“ (1:2) და „ტრაბზონსპორთან“ (0:1) დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორ კვირაში ელოდებიან - უდინეზეს ჩაკვეტაძე სჭირდება
ორ კვირაში ელოდებიან - უდინეზეს ჩაკვეტაძე სჭირდება