ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

საგოლე პასთან ახლოს იყო - ზურიკოს კარგი მატჩი სოშოსთან

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა შემტევმა სოშოსთან იასპარეზა, მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

ჯვაროსნების შემტევი საკმაოდ აქტიურად ჩაერთო მატჩში და შეხვედრის 76-ე წუთზე საგოლე პასთანაც იყო ახლოს.

მან შესანიშნავი გარღვევის შემდეგ, თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა დარტყმა მეკარემ მოიგერია. რაც შეეხება მატჩს, სენტ-ეტიენმა სოშო მარტივად 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ზურიკო დავითაშვილმა 29 მაისს ნიცასთან ითამაშა და შემდეგ ტრავმა მიიღო.

ასევე შეგახსენებთ, მისი გადაბირებით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება, თუმცა სენტ-ეტიენი ზურიკოს 20 მილიონ ევროდ აფასებს და აღნიშნული თანხის გადახდა ჯერჯერობით არავის სურს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პირველ ტურში გატანა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო“ - ბუდუს კომენტარი
    „პირველ ტურში გატანა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო“ - ბუდუს კომენტარი