რა დარჩა შესათანხმებელი | ქოჩორაშვილი სევილიას უახლოვდება
ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს უახლესი ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში'' გადასვლასთან ახლოსაა. „სპორტინგი'' ფეხბურთელის სანაცვლოდ ხუთნახევარ მილიონ ევროს ითხოვს. ზუსტად იმ თანხას, რაც გასულ წელს „ლევანტეს'' მისი შეძენისას გადაუხადა.
„სევილიას'' ამ თანხის დაუყოვნებლივ გადახდის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, განიხილება იჯარა გამოსყიდვის სავალდებულო ოფციით. მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია, დარჩენილია მხოლოდ იმ კონკრეტული პირობებისა და მიზნების დაზუსტება, რომელთა შესრულების შემთხვევაში გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.
ევრო 2024-ზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ქოჩორაშვილი 2024-25 წლების სეზონში „ლევანტეს'' ლა ლიგაში აღზევებაში დაეხმარა და შემდეგ კარიერა „სპორტინგს'' დაუკავშირა. ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიურ კლუბში თავი ვერ დაიმკვიდრა. მთავარი მწვრთნელის რუი ბორჟესის გეგმებში აღარ შედის.
ქოჩორაშვილმა ესპანეთში 8 წელი გაატარა, „ჟირონას'' ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში (2017-19), „ლევანტესა'' (2019-22, 2022-25) და „კასტელონში'' (2022-23, იჯარით) გამოდიოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი 2024-25 წლების სეზონი ჰქონდა, როცა „ლავენტეს'' ლა ლიგაში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა.