ჩვენს თამაშში ხარისხი და ინტენსივობა შემოაქვს | ფლიკის თქმით, რაფინია ბარსაში რჩება
„ბარსელონას’’ მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის განცხადებით, რაფინია გუნდში რჩება. „ნოტინგემთან’’ და „უდინეზესთან’’ გამართული ამხანაგური მატჩების შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი გარემარბის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა: „რაფა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ხარისხი და ინტენსივობა შემოაქვს, ჩვენ ის გვჭირდება“.
„ბარსამ’’ „ნოტინგემს’’ რაფინიას ზუსტად შესრულებული პენალტით მოუგო, ხოლო „უდინეზესთან’’ 0:1 დამარცხდა.
2022 წელს „ბარსელონამ’’ რაფინია „ლიდსიდან’’ 55 მილიონ ფუნტ სტელინგად შეიძინა (აღნიშნული თანხა ბონუსებსაც მოიცავდა). Transfermarkt-ის მონაცემებით, ყველა ტურნირის ჩათვლით რაფინია „ბარსაში'' 177 მატჩი ჩაატარა, 75 გოლი გაიტანა და 59 საგოლე პასი შეასრულა. 29 წლის მოთამაშეს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.