იშტვან კოვაჩი
Aa
Aa

ბარსელონას საჩივარი | უეფას ოფიციალური განცხადება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონას“ მეტოქე „ატლეტიკოა. „ბლაუგრანამ“ პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და 0:2 დამარცხდა, რის შემდეგაც უეფაში სარჩელი შეიტანა, რომელიც ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციამ არ დააკმაყოფილა.

კატალონიელთა აზრით, იშტვან კოვაჩის მსაჯობა არ შეესაბამებოდა თანამედროვე წესებს და პირდაპირ იმოქმედა თამაშის მიმდინარეობასა და შედეგზე. საჩივარი კონკრეტულ ეპიზოდს ეხება. მატჩის 54-ე წუთზე, თამაშის წესების დაცვით განახლების შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში აიღო, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.

„2026 წლის 13 აპრილს, უეფას ეთიკისა და დისციპლინარული საკითხების მმართველმა ორგანომ ბარსელონას საჩივარი მიუღებლად ცნო“, — ნათქვამია უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ მოითხოვა გამოძიების დაწყება, მსაჯებს შორის გამართულ კომუნიკაციაზე წვდომის მოპოვება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცდომების ოფიციალურად აღიარება და შესაბამისი ზომების მიღება. ბარსელონა მიიჩნევს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯების მიერ მიღებულმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა უარყოფითად იმოქმედა გუნდზე, შექმნა ორმაგი სტანდარტი და ხელი შეუშალა თანაბარ კონკურენციას. საინტერესოა, რომ „ბარსელონას“ საჩივრის შემდეგ გაირკვა, რომ კოვაჩი მიმდინარე სეზონში ლიგაზე აღარ იმსაჯებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გავბრაზდი და ვუყვიროდი“ | მერაბს სპარინგისას გატეხილ ცხვირში ძლიერად მოარტყეს
„გავბრაზდი და ვუყვიროდი“ | მერაბს სპარინგისას გატეხილ ცხვირში ძლიერად მოარტყეს