ალვარო არბელოა
Aa
Aa

არბელოა: “ასეთ ეპიზოდზე ფეხბურთელს ვერ გააძევებ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გულშემატკივრებმა ზღაპრული მატჩი იხილეს. ბაიერნმა რეალს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ კომენტარი გააკეთა.

არბელოა:

„წითელი ბარათი? ამან ყველაფერი დაასრულა. ასეთ ეპიზოდზე ფეხბურთელს ვერ გააძევებ. მსაჯმაც კი არ იცოდა, რომ ბარათი უკვე ჰქონდა. მან გააფუჭა ძალიან ლამაზი და თანაბარი დაპირისპირება, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში — და სწორედ იქ დასრულდა თამაში.

ჩემი ფეხბურთელებისგან დიდი თამაში ვნახე. ძალიან ვამაყობ იმ შრომის გამო, რაც ჩადეს. ასევე გულშემატკივრები, ვინც აქ იყვნენ და ვინც სახლიდან გვიყურებდნენ. მტკივნეულია, რადგან რეალი წელს მეთექვსმეტე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაგრამ მადრიდში ვბრუნდებით ჩვენი ემბლემით — მათ ყველაფერი გაიღეს.

გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა. რამდენიმე მოთამაშე დაღლილი იყო, ცვლილებებსაც ვამზადებდით, მაგრამ გოლის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. მუშაობას გავაგრძელებთ.. ლა ლიგა ძალიან რთულია, მაგრამ იმ დღემდე, სანამ ყველაფერი დასრულდება, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ემბლემა, რომელიც უნდა დავიცვათ.“

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები