ორმაგი დუბლი და MVP - შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლაგუნა ტენერიფემ გალათასარაის უმასპინძლა და 99:59 დაამარცხა.
დიდებული მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი და 52 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ შედეგით ის მატჩის MVP გახდა.
გიორგიმ მატჩის მიმდინარეობისას 6-დან ხუთი 2-ქულიანი ჩააგდო, ხოლო 10 საჯარიმო ტყორცნიდან ყველა ზუსტი იყო.
14 მოხსნიდან 10 საკუთარ ფარზე შეასრულა, ოთხი მეტოქის. ჯამში კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის დაპირისპირება 2:1 დასრულდა და ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლიეტუვურ რიტასს დაუპირისპირდება.
???? I’m Sherminator…call me MVP ????????
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) April 15, 2026
???? @costa_adeje pic.twitter.com/pUBETiFg7s