სანდრო მამუკელაშვილი, მეჯიქ ჯონსონი
Aa
Aa

„ზუსტად ამას ველოდი“ - მეჯიქ ჯონსონმა მამუკელაშვილზე ისაუბრა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მეჯიქ ჯონსონმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულებზე ისაუბრა და სანდრო მამუკელაშვილსაც შეეხო. 66 წლის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ლეიკერსმა“ ქართველის სახით ძლიერი კალათბურთელი დაიმატა.

რას ამბობს ჯონსონი:

„მათსანდრო მამუკელაშვილის სახით სამქულიანის კარგი მსროლელი დაიმატეს. ძალიან მომეწონა, თუ როგორ ითამაშა საზაფხულო ლიგაში ჩვენმა პირველი რაუნდის პიკმა, კამერონ კარმა. მას მშვენიერი სამქულიანი სროლა აქვს და ძალიან ათლეტურია. ახალ სეზონამდე ვამბობდი, რომ „ლეიკერსი“ უფრო ახალგაზრდული, ათლეტური და სწრაფი უნდა გამხდარიყო და მათ ზუსტად ეს გააკეთეს“.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ტორონტო რეპტორსი“ დატოვა და „ლეიკერსთან“ 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ლოს-ანჯელესელებმა გასულ სეზონში 53 შეხვედრა მოიგეს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი დაიკავეს, პლეი-ოფის მეორე რაუნდში კი „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკა უკვე დამიკავშირდა“ | მამუსა და დონჩიჩის საუბარი და მილიონი სამქულიანი
„ლუკა უკვე დამიკავშირდა“ | მამუსა და დონჩიჩის საუბარი და მილიონი სამქულიანი