„გეიჯის სასაკლაოზე აგზავნიან“ - კოვინგტონმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, კოლბი კოვინგტონმა დენიელ კორმიესთან ინტერვიუში ილია თოფურიაზე ისაუბრა. მისი თქმით, თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში აშკარა ფავორიტია და ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ამერიკელი მებრძოლის ასეთი მეტოქის პირისპირ გაგზავნა არარელევანტურია, ვინაიდან ჯასტინი, კოვინგტონის თქმით, განწირულია.
რა თქვა კოვინგტონმა:
„ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს ვზეიმობთ, გეიჯის კი თეთრ სახლში სასაკლაოზე უშვებენ. თოფურია ამჟამად პლანეტის საუკეთესო მებრძოლია. შეხედეთ, როგორ დაამარცხა მან ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა.
თოფურია კარიერის პიკზეა, გეიჯიზე კი ამას ვეღარ ვიტყვით. გეიჯის მსგავსი ვეტერანის გალიაში გაგზავნა უბრალოდ შეუსაბამობაა. დროის დამარცხება შეუძლებელია. გეიჯის ამერიკის დაბადების დღეზე სასაკლაოზე აგზავნიან“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 14 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონთან, ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს. მათი დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.