„მახაჩევთან მარტივი ბრძოლა არ ელოდა“ | დარიუშმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ბენილ დარიუშმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. დარიუშის მიხედვით, „ელ მატადორი“ ეძებს ორთაბრძოლებს, რომლებიც მემკვიდრეობის დატოვებაში დაეხმარება და ჯასტინ გეიჯის სწორედ ამიტომ ხვდება.
„ილია მემკვიდრეობისთვის ეძებს ჩხუბებს. ვოლკანოვსკისთან, ჰოლოუეისთან და ოლივეირასთან გამართული ბრძოლები სწორედ მემკვიდრეობისთვის ჩხუბებია. არმან ცარუკიანთან დაპირისპირებაც ამ კატეგორიაში გადის, რადგან არმანს კარგი მომავალი აქვს.
ჩემი აზრით, ცარუკიანი შედარებით რთული გამოცდაა და მის ნაცვლად გეიჯისთან ჩხუბი იგივეა, რაც აირჩიო იოლი, მაგრამ მემკვიდრეობისთვის უფრო გამოსადეგი ორთაბრძოლა. რაც შეეხება მახაჩევსა და თოფურიას, შესაძლოა ეს ჩხუბი იმიტომ არ ჩაინიშნა, რომ ილიამ იფიქრა, რომ მარტივი დავალება არ ელოდებოდა. ბევრად იოლია ჯასტინ გეიჯისთვის ჩხუბის გეგმის მომზადება, ვიდრე ისლამ მახაჩევისთვის.“
ცნობისთვის, ილიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენაა. მათ დაპირისპირებას თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ.