„ეს ჩხუბი ყველაზე მეტად მაინტერესებს“ - ტაქტაროვი ილია-ისლამზე
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ოლეგ ტაქტაროვმა, UFC-ში პოტენციურად გახმაურებული ბრძოლების მიმართ თავის ინტერესზე ისაუბრა და ყველაზე სასურველ ბრძოლად ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი დაასახელა.
რას ამბობს ტაქტაროვი:
„მე არ მსმენია მახაჩევისა და თოფურიას ურთიერთბრალდებების შესახებ. მაგრამ ამ ბრძოლის ყურება ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ახლა ისინი ორი უძლიერესი მებრძოლი არიან. უკვე ვისაუბრე იმაზე, თუ რის ხარჯზე შეუძლია თოფურიას მოგება და გამეორება არ მინდა. ასე ვიტყვი: ეს ბრძოლა ნამდვილად მაინტერესებს. სხვა არცერთი ბრძოლა ასე ძალიან არ მაინტერესებს“.
თუმცა, ტაქტაროვმა ამის შემდეგ კიდევ ერთ სასურველ ბრძოლად პიოტრ იანისა და შონ ომალის რემატჩი დაასახელა:
„მინდა, რომ პიოტრ იანმა ეგ პუდელი ომალი მაგრად მიბეგვოს“, - თქვა ოლეგ ტაქტაროვმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას თეთრ სახლში, 13 ივნისს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. ისლამ მახაჩევი კი დიდი ალბათობით, აგვისტოში დაბრუნება და სავარაუდოდ, იან „მაჩადო“ გარის, ან მაიკლ მორალესს დაუპირისპირდება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში, ქამრისთვის ერთმანეთს კვლავ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.