ხვიჩა კვარაცხელია, მიკელ არტეტა, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე, კაი ჰავერცი, ლეანდრო ტროსარი
Aa
Aa

დრამა და პენალტების სერია | ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო.

ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული „პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „არსენალის“ მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა - პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს - 1:1 (4:3).

ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა: კაი ჰავერცი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით პსჟ-ის კარი აიღო. ამის შემდეგ ინიციატივა პარიზელთა ხელში გადავიდა, „მეთოფეები“ კი კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჰავერცი დუბლთან იყო ახლოს, თუმცა მისი დარტყმა მარკინიოსმა დაბლოკა.

მეორე ტაიმში პსჟ-ს სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და 62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად უსმან დემბელემ შეასრულა - 1:1. 77-ე წუთზე ხვიჩას კარგი გარღვევისა და დარტყმის შემდეგ მცველის მიერ დაბლოკილი ბურთი ძელს მოხვდა, ამის შემდეგ კი ენრიკემ მალევე კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.

მატჩის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დრო, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო. ებერეჩი ეზემ თავისი დარტყმა კარს ააცილა, შემდეგ დავიდ რაიამ ნუნო მენდეშის დარტყმა მოიგერია, გადამწყვეტი პენალტი კი არაზუსტად გაბრიელ მაგალაეშმა შეასრულა.

ხვიჩამ 83 წუთში ერთხელ დაარტყა კარში (ძელი), 51-ჯერ შეეხო ბურთს, მისი 3 დრიბლინგის მცდელობიდან 1 იყო წარმატებული, 38 პასიდან 35 ზუსტი (92%), 6-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა და 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა.

ხვიჩას მომენტები VS არსენალი

ამგვარად, პსჟ მადრიდის „რეალის“ შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარიზელებმა მილანის „ინტერი“ 5:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიხარია, რომ ხვიჩასნაირი ადამიანი და ფეხბურთელი გვყავს“ - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
„მიხარია, რომ ხვიჩასნაირი ადამიანი და ფეხბურთელი გვყავს“ - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან