„ჭკვიანური მოქმედებით მოსკერას შეცდომა დააშვებინა“ - BBC ხვიჩაზე
ბრიტანული BBC ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხმიანება, რომელშიც პსჟ-მ ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
BBC-ის კორესპონდენტი ალექს ჰოუელი პსჟ-ს გამარჯვებაში ხვიჩას მიერ შეტანილ წვლილზე ამახვილებს ყურადღებას.
„ხვიჩა კვარაცხელიამ ჭკვიანური მოქმედებით მოსკერას შეცდომა დააშვებინა. ესპანელმა პარიზელთა გარემარბი საჯარიმოში წააქცია, რასაც „პარი სენ-ჟერმენის“ გოლი მოჰყვა. ფრანგები ძირითად დროშიც იყვნენ ახლოს გამარჯვებასთან, როცა კვარაცხელიამ ბურთი ძელს გაარტყა“, - წერს ჰოუელი.
ხვიჩას ყველა მომენტი VS არსენალი