ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სენტ-ეტიენს ახალ შეთავაზებას გაუკეთებენ | ოლიმპიაკოსი ზურიკოს შეძენას ცდილობს

ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ დატოვება სურს. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავდა და ბოლო პერიოდში მას „ატალანტას“, „ბეშიქთაშსა“ და „ოლიმპიაკოსს“ უკავშირებდნენ. ამ მომენტისთვის ზემოთ ხსენებული კლუბებიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი — „ოლიმპიაკოსი“.

„თეთრ-წითლებმა“ „მწვანეებს“ შეთავაზება გაუკეთეს და მზად იყვნენ, ზურიკოს ტრანსფერის სანაცვლოდ 10-12 მილიონი ევრო გადაეხადათ. „სენტ-ეტიენმა“ ეს წინადადება დაბლოკა და ფრანგების მიზანი დაახლოებით 20 მილიონი ევროს მიღებაა.

ბერძნული გამოცემის, Novasports-ის ინფორმაციით, „ოლიმპიაკოსი“ „სენტ-ეტიენს“ მეორე, გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართავს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Novasports აღნიშნავს, რომ ახლანდელი მდგომარეობით, დავითაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ „ოლიმპიაკოსია“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი „სენტ-ეტიენი“ უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებასთან ახლოს იყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ქართველ შემტევს არ სურს, კიდევ ერთი სეზონი რანგით დაბალ ჩემპიონატში გაატაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფრანგები ფსიქოლოგიურად გავანადგურე“ - პარაგვაელი სენატორის განცხადება
„ფრანგები ფსიქოლოგიურად გავანადგურე“ - პარაგვაელი სენატორის განცხადება