ატალანტა, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ატალანტას შეთავაზება დაიბლოკა - რა ელის დავითაშვილს

რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ და იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის სერია A-ს კლუბმა „ატალანტამ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენს“ ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელის კლუბმა ეს შეთავაზება დაბლოკა.

ფრანგული გამოცემა Foot-sur7 წერს, რომ „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელები ზურიკოს მინიმუმ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობენ, სხვა წინადედებებს კი არ განიხილავენ. როგორც იწერება, ბერგამოელებმა დავითაშვილის სანაცვლოდ 12-მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, რომელიც მაშინვე დაიბლოკა. ჯერჯერობით, უცნობია, მოამზადებენ თუ არა იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას, თუმცა ფაბრიციო რომანო წერს, რომ „ატალანტამ“ 18 წლის ტალანტის, კერიმ ალაიბეგოვიჩის ტრანსფერზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ მოლაპარაკებები დაიწყო.

„ატალანტას“ გარდა, დავითაშვილის დამატებით კიდევ რამდენიმე გუნდი ინტერესდება - „ბეშიქთაში“, ლისაბონის „ბენფიკა“, „სპორტინგი“... თუმცა, ჯერჯერობით, „სენტ-ეტიენის“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არც ერთი კლუბი არ აპირებს.

გასულ სეზონში, ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირი და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე მოთამაშე გახდა, რამაც მის მიმართ ევროპული გუნდების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 ივლისის სატრანსფერო ზონა
13 ივლისის სატრანსფერო ზონა