საქართველოსთან მატჩის წინ - ჩრდ.ირლანდიას დანაკლისი აქვს
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებში ჯეიმი მაკდონელი ვერ დაეხმარება. 22 წლის ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს და რეაბილიტაციის გასაგრძელებლად კლუბში დარჩება.
ამის შესახებ „ოქსფორდ იუნაიტედმა“ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა. მაკდონელი, შესაბამისად, ვერ ითამაშებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც — გუნდები ერთმანეთს 25 სექტემბერს თბილისში დაუპირისპირდებიან.
22 წლის ფეხბურთელს ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდის მაისურით ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული. ნაკრებში მისი დებიუტი გასულ წელს, გერმანიასთან 1:3 წაგებულ შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ მაკდონელი რეგულარულად იღებდა გამოძახებას და ივნისში გვინეასა და საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.
მაკდონელი „ოქსფორდ იუნაიტედს“ იანვარში „ნოტინგემ ფორესტიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველი ინგლისის ლიგა ერთში გუნდის ექვსივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისი აქტივში ერთი გოლიცაა — მაკდონელმა თავი „ლესტერთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა.
ჩრდილოეთ ირლანდიას ერთა ლიგის ამ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ელის, თუმცა საქართველოსთან დაპირისპირებაში მაკდონელის არყოფნა გუნდს კიდევ ერთ საკადრო დანაკლისს უქმნის.
ცნობისთვის, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 25 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება. აღნიშნული მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.