კილიან მბაპე
Aa
Aa

„ფრანგები ფსიქოლოგიურად გავანადგურე“ - პარაგვაელი სენატორის განცხადება

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ რომელიმე მატჩმა განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია, ეს უპირველეს ყოვლისა საფრანგეთი-პარაგვაიზე ითქმის. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთმა პარაგვაელმა სენატორმა სელესტა ამარილიამ „სამფეროვნების“ კაპიტანს კილიან მბაპეს რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა და უპასუხოდ ის არც კილიანს დაუტოვებია. დროის გასვლასთან ერთად თითქოს დაძაბულობა განიმუხტა, თუმცა შესაძლოა კონფლიქტი ისევ გაღვივდეს, რადგან ესპანელებთან საფრანგეთის ნაკრებს მარცხს ამარილია გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი დაწერა:

„მეგობრებო, ტურნირის მთავარი ფავორიტი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვეღარ განაგრძობს. საფეხბურთო სახელმძღვანელოებში კი, რა ჩაიწერება და ბავშვებს იცით რას ასწავლიან? თუ როგორ გაანადგურა სენატორმა სელესტა ამარილიამ ფსიქოლოგიურად საფრანგეთის ნაკრები და ფრანგი ხალხი“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი-პარაგვაის მერვედფინალის დასრულების შემდეგ, სელესტა ამარილიამ სოციალურ ქსელში კილიან მბაპეს ამპარტავანი კამერუნელი უწოდა, რომელიც საკუთარ თავს ფრანგს უწოდებს და წესიერად წერაც კი არ უსწავლია, რაზეც კილიანმა უპასუხა, რომ ის გულისმარევი ქალბატონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პლატინის და ზიდანის გვერდით მისი ადგილი არ არის“ - ოლისე გააკრიტიკეს
„პლატინის და ზიდანის გვერდით მისი ადგილი არ არის“ - ოლისე გააკრიტიკეს