ჰარი კეინი, ტომას მიულერი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„ამის გაკეთება ოლისეს უფრო შეუძლია“ - მიულერის პროგნოზი

 „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატად რამდენიმე ფეხბურთელს მოიაზრებენ და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამარჯვების საკმაოდ წონადი შანსები ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თუმცა, „ვანკუვერის“ ვეტერანმა ფორვარდმა ტომას მიულერმა ამ თემაზე საუბრისას, რატომღაც მხოლოდ ყოფილი თანაგუნდელების, „ბაიერნის“ მოთამაშეების შანსები შეაფასა.

ტომას მიულერი

საგოლე მომენტების რეალიზაციითა და თავდასხმაში ასპარეზობით ჰარი კეინი მსოფლიოში საუკეთესოა. ინგლისელს კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თუმცა არ შეუძლია დრიბლინგით ოთხი ფეხბურთელის მოტყუება. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებისა და მისი გამოკითხვის დროს კი, მხედველობაში უფრო მოთამაშეების არტისტიზმის ელემენტებს იღებენ. ჩემთვის ამჟამად კეინი მაიკლ ოლისეზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც საქმე ხმის მიცემაზე მიდგება, მგონია, რომ ოლისეს თავისი ჯადოსნური სტილის გამო ამჯობინებენ. ფრანგი ბურთის ნამდვილი ჯადოქარია, რომელსაც კლუბისთვის ფენომენალური შედეგები მოაქვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ბაიერნმა“ როგორც გერმანიის ბუნდესლიგა, ასევე ქვეყნის თასი მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალური ეტაპიდან ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის გამო გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არასდროს აგვიანებდა და ავტოსადგომზე ჩაეძინა - ოლისე ყოფილმა მწვრთნელმა გაიხსენა
არასდროს აგვიანებდა და ავტოსადგომზე ჩაეძინა - ოლისე ყოფილმა მწვრთნელმა გაიხსენა