ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მსუბუქ წონაში ილიას დრო დადგა“ - მახაჩევმა ქართველზე ისაუბრა

UFC Freedom-ის ღონისძიების დაწყებამდე ორიოდე კვირა არის დარჩენილი და ბუნებრივია, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ამ ისტორიული მოვლენის თითოეული დაპირისპირებით დაინტერესებულნი არიან, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მთავარი ჩხუბი იმსახურებს, რომელიც მსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონ ილია თოფურიასა და დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის შორის უნდა გაიმართოს. ამ დივიზიონში ტიტულის დაცვის რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენი ისლამ მახაჩევია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრძოლის ფავორიტად თოფურია უკვე დაასახელა, თუმცა ახლა „ელ მატადორზე“ დადებით კონტექსტში კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

ისლამ მახაჩევი

თოფურია ახალი თაობაა, მაგრამ მჯერა, რომ გეიჯის მასთან გამკლავება შეუძლია. მართალია, ჯასტინი უკვე სერიოზულ სპორტულ ასაკშია, მაგრამ კარგი მებრძოლი და ლეგენდაა, რომელსაც ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს. თუმცა, საერთო ჯამში ჩემი პროგნოზი ასეთია - ახლა მსუბუქ წონით დივიზიონში ილიას დრო დადგა და მის დომინირებას უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქიდან ქვესაშუალო დივიზიონში რამდენიმე თვის წინ გადაინაცვლა და პირველივე გამოცდა წარმატებით ჩააბარა - ნოემბერში მან ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ახლა მომავალ მეტოქეს ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წონის კლებას არ ვაპირებ, ორივე ჯანმრთელადაა“ - ცარუკიანის გეგმები
„წონის კლებას არ ვაპირებ, ორივე ჯანმრთელადაა“ - ცარუკიანის გეგმები