„მათი ჩხუბის ხილვა ძალიან მინდა, მაგრამ...“ - რას ამბობს მახაჩევის მწვრთნელი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ისლამისა და ილია თოფურიას ჩხუბის ხილვა სურს, თუმცა, ამ ბრძოლის ორგანიზება მხოლოდ UFC-ზე არის დამოკიდებული.
რას ამბობს მენდესი:
„100%-ით მინდა, რომ ეს ბრძოლა შედგეს. ასევე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ისლამსაც სურს მასთან დაპირისპირება. მაგრამ ვინ იცის, რა სურს UFC-ს. სწორედ ისინი აკონტროლებენ მიმდინარე მოვლენებს. ასე რომ, რეალურად, ყველაფერი UFC-ზეა დამოკიდებული — მოაწყობენ თუ არა ისინი ამ ბრძოლას. ორივე მებრძოლმა გამოთქვა ბრძოლის გამართვის სურვილი. და ეს, უდავოდ, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იქნებოდა.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას თეთრ სახლში, 13 ივნისს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. ისლამ მახაჩევი კი დიდი ალბათობით, აგვისტოში დაბრუნება და სავარაუდოდ, იან „მაჩადო“ გარის, ან მაიკლ მორალესს დაუპირისპირდება.