ხვიჩა კვარაცხელია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ისლამ მახაჩევს იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას ბუცები მოპარეს

UFC-ის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი იტალიაში გაქურდეს. მებრძოლს მოპარეს ბუცები, რომლებიც მას ხვიჩა კვარაცხელიამ აჩუქა. ამის შესახებ თავად სპორტსმენმა თავისსავე სოციალურ ქსელებში დაწერა.

თავდაპირველად ისლამმა იტალიის ტრასიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, შემდეგ კი მათ კომენტარი გაუკეთა.

„აი ასე დიდი სიამოვნებით მივდიოდი იტალიაში, მაგრამ ახლა ეს ქვეყანა აღარ მომწონს. მალე მოგიყვებით, რაც თავს გადამხდა“, - დააინტრიგა მან თავისი გამომწერები.

მოგვიანებით მახაჩევმა ქურდობის მცირე დეტალებზე ისაუბრა: მან განაცხადა, რომ ქურდებმა მისთვის მნიშვნელოვანი ნივთები არ წაიღეს.

„დამრჩა ეს საფულე და პასპორტი. პასპორტი დამიბრუნეს კეთილმა მძარცველებმა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომპარეს, ხვიჩა კვარაცხელიას ბუცებია, რომელიც მან თავისი ბოლო თამაშიდან მაჩუქა. სანერვიულო არაფერია. ყველაფერი რიგზეა, პანიკის გარეშე. სალოცავი ხალიჩაც დამრჩა, მეტი არც არაფერი მჭირდება“, — განაცხადა UFC-ის ჩემპიონმა.

ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და ხვიჩა კვარაცხელია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის 4 მოგერიება და მშრალი მატჩი - ლივერპულმა ფულემს მოუგო
მამარდაშვილის 4 მოგერიება და მშრალი მატჩი - ლივერპულმა ფულემს მოუგო